18 მაისი 2024,   08:46
ვრცლად
„ქართულ ოცნებას“ აქვს მოტივაცია აკეთოს ფული“- ნიკა მელია და ზესტაფონის მერობის კანდიდატი კვალითის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდნენ

ზესტაფონში, კვალითის დასახლების მცხოვრებლებს ნიკა მელია და გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი ბაქარ ხიჯაკაძე შეხვდნენ. შეხვედრაზე მოსახლეობამ მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე ისაუბრა. ასევე, კვალითის მცხოვრებლებმა ყურადღება სოციალურ პრობლემაზე გაამახვილეს, განიხილეს სოციალურად დაუცველების ფულადი დახმარებების მოხსნის საკითხიც.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, „ ქართულ ოცნებას“  რაიმე სასიკეთოს კეთებისთვის მოტივაცია აკლია. მისი თქმით, მმართველ პარტიის ერთადერთი მოტივაცია ფულის კეთებაა.

„მხოლოდ ამიტომ უნდა დამარცხდეს „ ქართული ოცნება“ ზესტაფონში, სადაც ფული აქვთ და ვერ ხარჯავენ. აი. დაიწყეს რაღაცის კეთება და შეაჩერეს, იმიტომ, რომ არა თუ არ აქვთ უნარი, რომ  ეს აკეთონ, მოტივაცია არ აქვთ. „ ქართულ ოცნებას“ აქვს მოტივაცია ერთადერთი მიმართულებით - აკეთოს ფული. ამ ფული კეთების ერთი შესაძლებლობა აღარ უნდა მივცეთ 19 მაისიდან და მეორე, 20 მაისიდან უკვე ზესტაფონს უნდა დაეტყოს პროფესიონალის ხელი და ბაქარ ხიჯაკაძე ჩემი ღრმა რწმენით არის ადამიანი, რომლისთვისაც პოლიტიკაზე მეტი არის ზესტაფონი,“- განაცხადა მელიამ.

დღის ამბები