13 მაისი 2024,   05:55
ვრცლად
დაპირისპირება სამეფო ოჯახში - სასამართლომ ანა ბაგრატიონ გრუზინსკის ყოფილი მეუღლის სამი ავტომობილიდან, ორი ნაწილობრივ მიაკუთვნა

დაპირისპირება სამეფო ოჯახში, რომელიც სასმართლოში გრძელდება - საქალაქო სასამართლომ ანა ბაგრატიონ გრუზინსკის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავით ბაგრატიონის ყოფილი მეუღლე, ერთობლივი თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფას ითხოვდა.

საქმე ეხება, 100 000 დოლარის ღირებულების სამ ავტომობილს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით,  სამიდან ორი ავტომობილის ნახევარი ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მიაკუთვნა.

„სარჩელი ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული შეიძლება ითქვას, რომ 2/3 ნაწილში ჩვენს სასარგებლოდ დაკმაყოფილდა. რაც შეეხება 1/3 ერთი მანქანის ნაწილში სასამართლომ არ გაიზიარა ჩვენი პოზიციები, „პორშე კაიენის“ ნახევრის თანამესაკუთრედ სცნო და ასევე დაკმაყოფილდა ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა მესამე ავტომობილის განკარგვით მიღებული თანხის ნახევართან დაკავშირებით,“-ამბობს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი, ლევან გორელიშვილი.

დავით ბაგრატიონ მუხრანელის ადვოკატი კი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. 

დღის ამბები