12 მაისი 2024,   23:42
ვრცლად
დედაქალაქში ორშაბათიდან ახალი მწვანე ფერის ავტობუსები იმოძრავებენ

ორშაბათიდან დედაქალაქში ახალი ავტობუსები იმოძრავებენ. ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა განაცხადა და ახალი მანის მარკის ავტობუსები წარადგინა.

ახალი მწვანე ფერის ავტობუსები 82 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მგზავრებისთვის.

დედაქალაქის მერის განცხადებით,  ამ ეტაპზე 90 ერთეული ავტობუსია შეძენილი, საიდანაც 50 ქალაქში უკვე ორშაბათიდან იმოძრავებს.

„მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენ მოგვეცა  შესაძლებლობა შეგვეძინა 90 ერთეული ავტობუსი პირველ ეტაპზე. აქედან 50 უკვე დედაქალაქშია და ორშაბათიდან მოემსახურება ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებს. სხვათა შორის, ფერი აირჩია დედაქალაქის მოსახლეობამ,“- განაცხადა კალაძემ.

ახალი ავტობუსების პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც ესწრებოდა. ბახტაძემ უმთავრეს პრიორიტეტად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება დაასახელა და აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე არსებულ რაოდენობას კიდევ 200 ახალი ავტობუსი დაემატება.

„წლის ბოლომდე კიდევ 200 ახალი ავტობუსი შემოვა, რაც ფაქტიურად ნიშნავს, რომ ჩვენ მთლიანად ჩავანაცვლებთ თბილისში ძველ პარკს. ამასთან ერთად ჩვენ დამატებითი რესურსი გამოვუყავით თბილისის მუნიციპალიტეტს, რომ მომავალ წელს განაგრძოს ეს პროგრამა. მომავალ წელს უკვე დაგვემატება ჩვენ ელექტრო ავტობუსები. ზოგადად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი, ჩვენს მიერი გაცხადებული მწვანე პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი,“- განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები