18 მაისი 2024,   12:13
ვრცლად
მძიმე სოციალური ფონი, უმუშევრობა - „ევროპული საქართველოს“ წევრები სოფელ გუმბრინის მოსახლეობას შეხვდნენ

მძიმე სოციალური ფონი, უმუშევრობა, უსამართლოდ მოხსნილი სოციალური დახმარებები, ინფრასტრუქტურ - აღნიშნულ პრობლემებზე წყალტუბოს რაიონის, სოფელ გუმბრინის მოსახლეობამ, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებსა და საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატთან შეხვედრისას ისაუბრეს. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი სოციალური მდგომარეობა მძიმეა და ძირითადად უცხოეთში სამუშაოდ წასული ოჯახის წევრები არჩენენ.

„მინდა მივმართო მოსახლეობას, რომ ეს არ არის ერთი ადამიანის არჩევნები, ეს არის გადამწყვეტი ჩვენი სოფლისთვის და ყველას ვთხოვ, რომ მოვიდეს 19 მაისს არჩევნებზე და დააფიქსიროს თავისი აზრი, რათა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს ჩვენი სოფლისთვის“- განაცხადა ზაურ ქაშიბაძემ.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ მთავრობა, რომელიც საკუთარ ხალხს გვერდით არ უდგას,  აუცილებლად დამარცხდება.

„უნდა გვესმოდეს, რომ არჩევნები არის სწორედ ის საშუალება, რომლითაც ხალხი ცვლის უმაქნის და მავნებელ ხელისუფლებას და იუმჯობესებს საკუთარ ცხოვრებას. ამიტომ, მინდა ყველას მოვუწოდო, გამოიყენეთ თითოეული არჩევნები თქვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად. ყველამ ერთად ვაჩვენოთ ამ ხელისუფლებას, რომ მთავრობა, რომელიც არ აკეთებს ხალხის საქმეს, რომელსაც არ აწუხებს ხალხის გაჭირვება და რომელიც გვერდით არ უდგას ხალხს, ასეთი მთავრობა აუცილებლად დამარცხდება“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

 

 

 

დღის ამბები