13 მაისი 2024,   05:59
ვრცლად
"მალხაზს აქვს ემოციური ფონი, მისი მდგომარეობაც შესამოწმებელია," - მაჩალიკაშვილის ადვოკატი

"მალხაზს აქვს ემოციური ფონი, მისი მდგომარეობაც შესამოწმებელია,“ - ეს განცხადება მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე ხვალ არის დაბარებული.

ადვოკატ კუბლაშვილის განცხადებით, ხვალ 11:00 საათზე უწყებაში მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელსაც სუს-ი ტერორისტული აქტის დაგეგმვას ედავება, მივა და გამოიკითხება.

„მალხაზი დაბარებულია ხვალ, 9 მაისს 11:00 საათზე და უნდა, მივიდეთ. ჩვენ გავივლით კონსულტაციას ერთად, ვისაუბრებთ და უნდა მივიდეს. სამართლებრივი ენით უნდა გვეპასუხოს მეორე მხარე და არა სატელევიზიო ეთერების საშუალებით და მოულოდნელად მოწყობილი ბრიფინგებით. ბრალის წაყენებისთვის ეს ბრალმდებლის გადაწყვეტილებაა და სამართალდამცავი ორგანოს გადაწყვტილებაა, თუმცა არსებული პრაქტიკით, ის, რომ მომზადებად ეს ქმედება ეს დაკვალიფიცირდეს, ის, რაც მე ვნახე და რაც წარმოგვიდგინეს, როდესაც ვიმყოფებოდით უსაფრთხოების სამსახურის შენობაში, ეს არ არის საკმარისი.

„მალხაზს აქვს ემოციური ფონი. მისი მდგომარეობაც შესამოწმებელია. ამ ემოციურობის ფონზე, ხშირად ვერ აანალიზებს, რას საუბრობს. რამდენად თავისი აზრებისა და ემოციური განცხადებების შემდგომ, თუნდაც, არსებობდეს მიზანი, რამდენად მოაყოლებს ამ ქმედებას, ეს არის განსახილველი,“ - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილს სუს-ი ტერორისტული აქტის დაგეგმვას ედავება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აუდიოჩანაწერიც გაასაჯაროვა, რომლის ფიგურანტები, უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ძმისშვილი არიან.

სახელმწიფო უსაფრთხეობის სამსახურის ინფორმაციით, ტერორისტული აქტის ჩადენა სოფელ ზემო მაჩხაანში, სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე იგეგმებოდა. უწყების ცნობით, ტერორისტული აქტის განხორციელება სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს იყო განზრახული, რასაც მათი და სხვა მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფა მოჰყვებოდა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები