14 მაისი 2024,   00:16
ვრცლად
სამშენებლო სამუშაოების პროცესში ჩამოშლილი მთის მასა და დაზიანებული კორპუსის საძირკველი - მერიამ მშენებლობა შეაჩერა

თემქაზე, ზღვის დასახლებაში ახალი კორპუსის მშენებლობა შეჩერებულია. მერიამ გადაწყვეტილება გეოლოგიური დასკვნის შემდეგ მიიღო, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ ”სთრონგ ჰაუსი“ კორპუსს სამშენებლო წესების დარღვევით აშენებდა. შედეგად კი მთის მასა ჩამოიშალა და ახლოს მდებარე კორპუსის საძირკველი დააზიანა. დეფორმირებულია ასევე გაზის მილიც. ადგილზე ამ დროისთვის მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახურები. კორპუსი კი, სადაც დღეს მიწა ჩამოიშალა, მთლიანად ევაკუირებულია. მოსახლეობა საცხოვრებელ სახლებში ჯერჯერობით ვერ ბრუნდება, რადგან არსებობს საფრთხე, რომ მიწის ჩამოშლა ისევ გაგრძელდეს. ადგილზე მივიდნენ კომპანიის წარმომადგენლებიც, რომლებთანაც ადგილობრივებს შელაპარაკება მოუვიდათ.

სთრონგ ჰაუსუს” წარმომადგენლები ამბობენ, რომ კომპანია მშენებლობას წესების დაცვით ახორციელებდა და ის რასაც მოსახლეობა მთის ჩამოშლას უწოდებს, რეალურად ნაყარი მიწაა.

„ეს არის ნაყარი მიწა და ნაყარი მიწა არის წამოსული. ესეთი ქანები ყველგან მოდის. ეს ყველაფერი დაცული იყო, ერთი თვე იმიტომ არ დაგვიწყია სამუშაოები რომ ეგ პრობლემები არ წამოჭრილიყო,“-განაცხადა დურმიშხან სალუქვაძემ.

ადგილზე იმყოფება ნაძალადევის რაიონის გამგებელიც. ის  ამბობს, რომ დაზიანებული მილის მიუხედავად ამ ეტაპისთვის გაზის გაჟონვის საფრთხე არ არსებობს.

„გაზის მილი დაზიანებული არ არის, უბრალოდ დეფორმაცია განიცადა, თუმცა ყაზტრანსგაზის განცხადებით ეს ამ ეტაპისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს  ჰქონდა გაცემული რეკომენდაციები კონკრეტული ღონისძიებების. უნდა მოწყობილიყო ჩემი ინფორმაციით გრუნტის დამჭერი საყრდენი კედელი, რომლის წარმოების პროცესშიც ეს მოულოდნელობა მოხდა. აუცილებლად შეჩერდება მშენებლობა,“-განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ადგილზე იყო დიდი ხნის წინ ჩასხმული საყრდენი ბეტონი, რომელიც კომპანიის წარმომადგენლებმა მოხსნეს. მათი თქმით, სწორედ ამან გამოიწვია მთის მასის ჩამოშლა.

„ვხედავდით რომ ეს იყო მთა მიწის მთა და ამ მთას რომ გამოთხრიდნენ აუცილებლად დაიწყებოდა ნგრევა მაგრამ არ მიგვიღია განცხადებაზე პასუხი. ასევე 2019 წელს შევიტანეთ განცხადება ისევ ხვეწნა მუდარით და ისევ არ მიგვიღია პასუხი. მარტის თვეში გაიცა ნებართვა და დაიწყეს მშენებლობა. მშენებლობა დაიწყეს თუ არა და გათხრითი სამუშაოები წამოვიდა მიწები. იქიდან მოხსნეს ბეტონის ჯებირები და მთლიანად წამოვიდა ეს ქანები, დაიშალა მიწა და წამოვიდა ქვემოთ,“-ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ინციდენტი ღამის 02:00 საათზე მოხდა. 36 ოჯახი ამ დროისთვის სასტუმროში განათავსეს. ადგილზე გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები