13 მაისი 2024,   10:19
ვრცლად
ოჯახური ძალადობა - ფოთის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული მამაკაცი პატიმრობაში დატოვა

ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი ფოთის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. სამართალდამცავებმა ის მას შემდეგ დააკავეს, რაც მისი მეუღლის სატელეფონო საუბრები და მიმოწერები ამოიღეს. აღნიშნულ საუბრებში ქალი ოჯახის წევრებს და ახლობლებს მის მიმართ მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ უყვებოდა.

ბრალდების მხარის მტკიცებით, მამაკაცი 2010 წლიდან მეუღლეზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად სისტემატიურად ძალადობდა. ეწეოდა მის შრომით ექსპლუატაციას, რის გამოც მისმა მეუღლემ, სამი შვილის დედამ თვითმკვლელობა სცადა და ახლა ის კომატოზური მდგომარეობით საავადმყოფოშია მოთავსებული.

დღის ამბები