22 დეკემბერი 2024,   10:16
ვრცლად
„საქართველომ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო ამ ომში" - მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პრემიერმა და მთავრობის წევრებმა პატივი მიაგეს

74 წელი ფაშიზმზე გამარჯვებიდან. 9 მაისის აღნიშვნა ტრადიციულად თბილისში, ვაკის პარკიდან დილიდან დაიწყო. ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი უკვე მიაგეს მთავრობის წევრებმა. ვაკის პარკში იმყოფებოდნენ პრემიერი და თბილისის მერი.

„საქართველომ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო ამ ომში. 100 ათასობით ქართველი გმირულად დაეცა ამ ომში და მინდა ქედი მოვიხარო მათ წინაშე. მსურს განსაკუთრებით ეს დღე მივულოცო ომის ვეტერანებს, მათ ოჯახებს,  ვუსურვო მათ ჯანმრთელობა, ბედნიერება და ყველაფერი საუკეთესო,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს დეპუტატებმაც. 

მეორე მსოფლიო ომი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო. მას 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ომმა უდიდესი ზარალი მიაყენა საქართველოს. მარტო ჩვენი ქვეყნიდან სამხედრო სამსახურში 700 ათასზე მეტი ადამიანი გაიწვიეს, აქედან 300 ათასი დაიღუპა ან უგზოუკვლოდ დაიკარგა.

დღის ამბები