ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან დილიდან მიდიან პოლიტიკოსები.
დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.
მან ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და განაცხადა, რომ არ იქნა გაკეთებული ყველაფერი, რათა ეს ადამიანები ღირსეულად შეხვედროდნენ სიბერეს.
„განსაკუთრებით მინდა მივულოცო ჩვენს ვეტერანებს. ამ ადამიანებს ძალიან დიდი დაფასება სჭირდება და ძალიან სამწუხაროა, რომ ბევრი გულისტკივილი შეხვდათ მათ შემდეგი თაობებისგან. არ იქნა ყველაფერი გაკეთებული იმისათვის, რომ ეს ადამიანები ღირსეულად შეხვედროდნენ თავიანთ სიბერეს,“- აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
ფაშიზმზე გამარჯვებიდან დღეს 74 წელი გავიდა. 9 მაისის აღნიშვნა ტრადიციულად თბილისში ვაკის პარკიდან დილიდან დაიწყო.