18 მაისი 2024,   09:15
ვრცლად
"ჩვენ ვაპროტესტებთ პუტინის მარშს“ - პრორუსული აქციის წინააღმდეგ მოქალაქეები ვაკის პარკში გიორგი ანწუხელიძის ფოტოებით მივიდნენ

„საქართველო არასოდეს შეეგუება ოკუპაციას, დღეს ჩვენ ვაპროტესტებთ პუტინის მარშს“- ამ მოწოდებით, ანტისაოკუპაციო მოძრაობების წარმომადგენლებმა პრორუსული მარშის საწინააღმდეგო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები ვაკის პარკში გიორგი ანწუხელიძის ფოტოებით მივიდნენ და  ნატო-ს დროშები მიიტანეს.

სამოქალაქო აქტივისტები და ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი არ დაუშვებენ, იმ პირობებში,როცა საქართველო რუსეთის მიერ ოკუპირებულია საბჭოთა სიმბოლიკით აღჭურვილმა პრორუსული განწყობის მოქალაქეებმა მარში მოაწყონ.

„ჩვენ ვაპროტესტებთ კრემლის პროექტების განხორციელებას საქართველოში, ვიდრე საქართველო არის ოკუპირებული ქართული საზოგადოება ვერ შეეგუება ასეთ აქციებს. დღეს ჩვენ მოვედით გიორგი ანწუხელიძის ფოტოებით, იმიტომ რომ ეს ადამიანები და ბევრი ქართველი ემსხვერპლა ცალკე საბჭოთა რეპრესიებს, ცალკე დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას,“- ამბობს მედიაექსპერტი, აქციის მონაწილე, თამარ კინწურაშვილი.

დღის ამბები