18 მაისი 2024,   12:29
ვრცლად
"რუსეთი ოკუპანტი არ არის, ის განმათავისუფლებელია"-უკვდავი პოლკის წევრებმა მსვლელობა ახალქალაქში წინააღმდეგობის გარეშე გამართეს

პრორუსული ძალები თბილისისგან განსხვავებით, საქართველოს სხვა ქალაქებში დღეს მშვიდად შეიკრიბნენ და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გაიმეორეს კრემლისგან დანაბარები საზეპიროები, რომ "რუსეთი არ არის ოკუპანტი, არამედ არის მეგობარი და მზრუნველი მეზობელი." მათ შორის არის ჯავახეთის რეგიონი. უკვდავი პოლკის წარმომადგენლებმა მსვლელობა ახალქალაქის ცენტრში გამართეს.  მათი ნაწილი პირდაპირ აცხადებს, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის. ნაწილი კი ამბობს,  რომ დღეს ამ კითხვის დასმა არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, უადგილოა.

„მე პოლიტიკაში არ ვერევი. ეს პროვოკაციული შეკითხვაა და დღეს ნუ დასვამთ. პასუხს ვერ გაგცემთ,“-განაცხადა უკვდავის პოლკის აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეების ნაწილი ღიად საკუთარი აზრის დაფიქსირებას ერიდება და აცხადებს, რომ კითხვას არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, პასუხი პოლიტიკოსებმა გასცენ.

„დღეს გამარჯვების დღეა და ყველამ უნდა ავღნიშნოთ. რუსეთი ოკუპანტი?-არ ვიცი, მოდით პოლიტიკოსებმა გადაწყვიტონ,“-განაცხადა უკვდავის პოლკის აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ნაწილი კი ღიად აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოს მეგობარი და განმათავისუფლებელია.

„რუსეთი ოკუპანტი არ არის, ის განმათავისუფლებელია. ჩემი აზრით ეს ყოველთვის ასე იყო. ჩვენ პოლიტიკა არ გვეხება. საქართველოს ყოველთვის ყველაზე  კარგი და მოძმე ერი იყო რუსეთისთვის,“-განაცხადა უკვდავის პოლკის აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

უკვდავი პოლკის წევრებმა მსვლელობა დღეს დედაქალაქშიც გამართეს. „არა პუტინის მარშს" - "უკვდავი პოლკის" აქციას ვაკის პარკში პარალელური აქციით დახვდნენ.

ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას უკვდავი პოლკის მონაწილეება და „არა პუტინის მარშს“-ის მონაწილეებს შორის. პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები