17 მაისი 2024,   15:27
ვრცლად
„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ოცნება, რომ დაიბრუნოს სასამართლოზე გავლენა - "ოცნების" პასუხი ოპოზიციას

პოლიტიკური სპეკულაციები - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციის იმ ბრალდებებს, რომელიც თსუ-ის პრორექტორად ნინო გვენეტაძის დანიშვნის შემდეგ ისმის. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სასამართლოში არანაირი კლანი არ არსებობს.

ირაკლი კობახიძემ გაიხსენა ისიც, რომ ნინო გვენეტაძე იყო იმ 9 მოსამართლიდან ერთ-ერთი, რომელმაც „რუსთავი -ის“ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. კობახიძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ოცნება, რომ სასამართლოზე გავლენა დაიბრუნოს, თუმცა ეს არ მოხდება.

პარლამენტის თავჯდომარემ ნინო გვენეტაძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

ირაკლი კობახიძე-ის სურათის შედეგი„მე გახლავართ თსუ-ს პროფესორი და ძალიან მიხარია, რომ ის იქნება ჩემი კოლეგა. აქედან გამომდინარე, მთელი სულით დაგულით ვულოცავ ქალბატონ ნინოს ამ თანამდებობის დაკავებას. რაც შეეხება სპეკულაციებს, ამას პასუხს ვერ გავცემ. მე ნინო გვენეტაძეც კლანის წევრი მეგონა იმიტომ, რომ მან „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიიღო იგივე გადაწყვეტილება, რაც დანარჩენმა რვა მოსამართლემ. მე მეგონა, რომ ნინო გვენეტაძეც კლანის წევრი იყო. ამ სპეკულაციების მიზანი არის ერთადერთი, რომ რამენაირად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხოს რევანში სასამართლოსთან მიმართებით.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა სრული კონტროლი სასამართლოზე, „რუსთავი 2"-ზე რჩება, თანდათანობით კარგავდა ამ გავლენას, ბოლოს დაკარგეს ეს გავლენა, როდესაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასამართლოს თავმჯდომარე ჩამოშორდა თავის თანამდებობას და არიან გამწარებულები და ვერ ეგუებიან, რომ სასამართლოზე არ აქვთ აღარანაირი ბერკეტი, შესაბამისად, აქვთ ერთადერთი ოცნება და ნატვრა, რომ რამენაირად, მინიმალურად მაინც დაიბრუნონ სასამართლოზე გავლენა, მაგრამ ამას „ნაცმოძრაობა“ ვერ ეღირსება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მმართველ გუნდში ნინო გვენეტაძის პროფესიონალიზმზე ამახვილებენ ყურადღებას და დარწმუნებულები არიან, რომ ახალ თანამდებობაზე წარმატებული იქნება. საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიცია ტყუილში დაადანაშაულა.

მამუკა მდინარაძე-ის სურათის შედეგი„ოპოზიცია ყველაფერს ამბობს. გუშინ ნახეთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიღვიძა ასეთივე ტყუილით და მიხვდა, რომ რაღაც უნდა ექნა ისეთი, რომ ახალი ნეგატივი გამოეგონებინათ და გამოიგონეს, რომ თითქოს, რაღაც ახალი რეკომენდაციები არსებობს, ორი თვის წინანდელ ამბავს, იმასაც არასწორად ყიდდნენ. ამიტომ, მათი არგუმენტები იმდენად შემცირდა, რომ ყურადღების მიქცევას ხშირად აზრიც კი აღარ აქვს. ნინო გვენეტაძე არის წარმატებული, ძალიან კარგი იურისტი, პროფესიონალი და მას შეიძლება ვუსურვოთ თავისუფლად წარმატება,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, ოპოზიციის მხრიდან ნინო გვენეტაძეზე მსგავსი კომენტარების გაკეთება მისი შეურაცხყოფაა.

თამარ ჩუგოშვილი-ის სურათის შედეგი„ქალბატონი ნინო არის პროფესიონალი, ძალიან კარგი იურისტი. ქალბატონი ნინოს შეურაცხყოფა არის, მგონი, ამგვარი კომენტარების გაკეთება, რომელსაც ის არ იმსახურებს იმიტომ, რომ ის ძალიან მამაცი ადამიანი და მას არასდროს არ უჭირდა თავისი პოზიციების ღიად დაფიქსირება,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ოპოზიცია კი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის თსუ-ის პრორექტორად დანიშვნა არის ჯილდო დუმილის სანაცვლოდ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები