22 მაისი 2024,   04:36
ვრცლად
თბილისში ელექტროტექნიკის მაღაზია გაქურდეს - არასრულწლოვნებმა შუშა ქვით ჩაამტვრიეს

თბილისში ელექტროტექნიკის კიდევ ერთი მაღაზია გაქურდეს. ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში ორი მოზარდი გამთენიისას შეიჭრა და ძვირადღირებული ტექნიკის წაღება სცადა. ისინი შუშის ჩამტვრევას ქვით ცდილობდნენ, რა დროსაც, სავარაუდოდ, სიგნალიზაცია ამოქმედდა. ისინი პოლიციამ შემთხვევის ადგილზევე დაკავა.

სამართალდამცველებმა მაღაზიიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები უკვე ამოიღეს, სადაც არასრულწლოვნების მაღაზიაში შეჭრის პროცესი ასახულია.

მაღაზიის თანამშრომელმა „კურიერთან“ დეტალურად ისაუბრა, თუ რის მოპარვას ცდილობდნენ არასრულწლოვნები.

„დილას, გამთენიას ორმა პატარა არასრულწლოვანმა მოზარდმა შემოამტვრია შუშა, შემოლეწა. მათ მცდელობა ჰქონდათ, რომ გაეტაცებინათ ექვსი ტელეფონი და სამი ლეპტოპი, რომელიც ძვირადღირებულია. საბედნიეროდ, კრიმინალურმა პოლიციამ ადგილზე აიყვანა. ჩამორთმეულია მოპარული ტექნიკა, რომელიც უნდა მოეპარათ,“ - განაცხადა მაღაზიის თანამშრომელმა, ვასო პატაშურმა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი სავარაუდო დამნაშავე წარსულშიც იგივე დანაშულისთვის იყო დაკავებული და მას პირობით მსჯავრი აქვს. ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტებას არ აკეთებენ.

 

 

დღის ამბები