18 მაისი 2024,   12:12
ვრცლად
"რუსეთმა თუ მოინდომა დღეს თბილისზეც ჩამოვა" - ტრისტან წითელაშვილი

პრორუსულმა "უკვდავმა პოლკმა" ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად შეკრება დილიდან დაიწყო.

ჭავჭავაძის გამზირზე მისული ადამიანები „კურიერის“ კამერასთან ამტკიცებდნენ, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის, აფხაზეთი და სამაჩაბლო არა ოკუპირებული, არამედ გათავისუფლებული მიწებია.

ისინი არ მალავენ, რომ საბჭოთა კავშირის აღდგენაზე ოცნებობდნენ და უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ კანონით აქვთ აკრძალული საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია პარტია ”ჩვენი სამშობლოს” წევრი ტრისტან წითელაშვილი. ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული წითელაშვილი ამბობს, რომ „უკვდავი პოლკი“ ის ხალხია, რომელმაც ფაშიზმი დაამარცხა.

„საქართველოა არმია, არა თუ მარტო „უკვდავი პოლკი“ ის ხალხია არმია, რომელმაც იბრძოლეს და დაამარცხეს ფაშიზმი,“-ამბობს წითელაშვილი.

რაც შეეხება კითხვას, აგრძელებს თუ არა რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას წითელაშვილი კონკრეტულ პასუხს თავს არიდებს, მას ამ კითხვაზე ერთადერთი პასუხი აქვს.  

„სააკაშვილმა პუტინს გაუკეთა საზღვრები, რუსეთმა თუ მოინდომა დღეს თბილისზეც ჩამოვა, მაგრამ რაზედაც შეთანხმდნენ სააკაშვილი და პუტინი გაჩერდნენ იქ,“-ამბობს წითელაშვილი.

დღის ამბები