17 მაისი 2024,   14:43
ვრცლად
წყალმომარაგებისა და კანალიზაციის პრობლემა - ზესტაფონის მოსახლეობა გაუსაძლის პირობებზე საუბრობს 

ზესტაფონში მოსახლეობა წყალმომარაგების და კანალიზაციის პრობლემას აპროტესტებს. საყავრიას უბნის მცხოვრებლების თქმით, უბანში წყალმომარაგების ქსელის მოწყობა დაახლოებით, ორი წლის წინ დასრულდა და ამ დრომდე წყალი არ მიეწოდებათ. მათივე თქმით, კანალიზაციის ქსელი მოუწესრიგებელია და ფეკალური მასები რკინიგზის ლიანდაგებზე ჩაედინება.

მოსახლეობის პრობლემებს გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი ბაქარ ხიჯაკაძე გაეცნო. მისი თქმით, წყალმომარაგებაზე 3 მილიონ 700 ათასი ლარი დაიხარჯა და ორი წელია, მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება.

მერიაში აცხადებენ, რომ ქსელი სულ მალე სატესტო რეჟიმში ჩაირთვება და ადგილობრივებს წყალი მიეწოდებათ.

დღის ამბები