15 ნოემბერი 2024,   16:07
ვრცლად
"მოღალატეებო" - ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებისა და პრორუსული "უკვდავი პოლკის" დაპირისპირებას დაკავებები მოჰყვა

ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლის აღნიშვნა ვაკის პარკში დაპირისპირებითა და დაკავებებით დასრულდა.

ხმაური ვაკის პარკში პრორუსული ორგანიზაცია, „უკვდავი პოლკის“ გამოჩენას მოჰყვა.

იქ მისულ პრორუსულ მსვლელობას ანტიოკუპაციური მოძრაობების წარმომადგენლები დახვდნენ.

„უკვდავი პოლკის“ მსვლელობას სამართალდამცველთა კორდონმა მემორიალამდე მისვლის შესაძლებლობა მისცა, თუმცა პრორუსული ორგანიზაციის წევრები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა სირცხვილი კორიდორში გაატარეს, თუმცა „უკვდავი პოლკის“ წევრები ამბობენ, რომ მათ შეძახილებისთვის „მოღალატეებო,“ ყურადღება არ მიუქცევიათ.

„ჩვენ ამაზე არ ვპასუხობთ, ეგ არ არის ჩვენი პრობლემა, ჩვენ ვზეიმობთ 9 მაისს დღეს, არ ვიცით რატომ გვეძახიან მოღალატეებს, ჰკითხეთ,“-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

დღის ამბები