18 მაისი 2024,   11:59
ვრცლად
ფაშიზმზე გამარჯვების დღე - საქართველოში მცხოვრები 500 ვეტერანიდან ვაკის პარკში მისვლა მხოლოდ 60-მა შეძლო

მეორე მსოფლიო ომის დროს საქართველოდან საბრძოლველად წასული 700 ათასი ადამიანიდან უკან მხოლოდ 300 ათასი დაბრუნდა. ამჟამად საქართველოში 500-მდე ვეტერანი ცხოვრობს, თუმცა ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად ვაკის პარკში მისვლა მხოლოდ 60-მა მათგანმა შეძლო.

ვეტერანები ერთმანეთს წელიწადში ერთხელ სწორედ ვაკის პარკში  ხვდებიან და წლიდან წლამდე მათი რიცხვი მცირდება.

დღეს შეკრებილმა ვეტერანებმა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში გატარებული დღეები გაიხსენეს. საქართველოს მთავრობა მათ დღეს 600 ლარის ოდენობით ერთჯერად ფულად დახმარებას გადასცემს.

„43 წელში წავედი ჩრდილოკავკასიაში, ბოლოს ხარკოვში მოვხვდი...ბინა არ მაქვს, ქირით ვარ და უკვე 17-18 წელიწადი ქირით ვარ და არაფერი არ გვაქვს...რა უნდა ვუთხრა, აბა...ვიბრძოლეთ 4 წელი, 42-დან 45-მდე, ბოლომდე,“- განაცხადა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა მარიამ არზუმანოვამ.

დღის ამბები