23 მაისი 2024,   01:23
ვრცლად
ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი - მოსკოვში მასშტაბური სამხედრო აღლუმი გაიმართა

ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი მოსკოვში ტრადიციულად მასშტაბური სამხედრო აღლუმით აღნიშნეს. წითელ მოედანზე გამართულ ღონისძიებაში 13 ათასი სამხედრო და 130 ერთეული ტექნიკა მონაწილეობდა. მსვლელობას თვალს ადევნებდნენ ვლადიმერ პუტინი და ყახაზეთის ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, რომელიც მოსკოვში 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით სტუმრის სტატუსით იმყოფება.

წელს აღლუმზე უახლესი არსენალი წარმოდგენილი არ იყო. წითელ მოედანზე ტანკები, ჯავშან მანქანები, საზენიტო დანადგარები და ბალისტიკური რაკეტები ჩაატარეს. დაგეგმილი ავიაშოუ კი უამინდობის გამო გაუქმდა.

დღის ამბები