17 მაისი 2024,   11:51
ვრცლად
გადაწყვეტილება მიიღო რექტორმა - თსუ-ში ნინო გვენეტაძის პრორექტორად დანიშვნაში პოლიტიკურ კონიუქტურას ვერ ხედავენ

უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის თსუ-ს პრორექტორად დანიშვნა პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის - ამის შესახებ განცხადება უმაღლესი სასწავლებლის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ნატა ასათიანმა გააკეთა. მისი თქმით, რექტორმა გია შერვაშიძემ თავად მიიღო გადაწყვეტილება ნინო გვენეტაძის მოადგილედ დანიშვნასთან დაკავშირებით და ამ პროცესში გათვალისწინებული იყო უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის გამოცდილება.

„რექტორს ჰყავს ორი ახალი მოადგილე. ნინო ოკრიბელაშვილი, რომელიც სამეცნიერო მიმართულებას უხელმძღვანელებს და ნინო გვენეტაძე, რომელიც იქნება სასწავლო მიმართულების ხელმძღვანელი. ორივეს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, როგორც აკადემიური ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. ყველა ჯერზე ღრმად მწამს ამის, რომ რექტორი გადაწყვეტილებას იღებს თუ ვინ იქნება მისი მოადგილე როგორც სამეცნიერო ასევე სასწავლო მიმართულებით იმ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომელიც გააჩნიათ ხოლმე კანდიდატებს. და ამ შემთხვევაშიც ეს იქნებოდა განმსაზღვრელი რექტორის გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით,“-განაცხადა ნატა ასათიანმა.

თსუ-ში აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში ნინო გვენეტაძე მედიასთან გამოჩნდება და განმარტებებს გააკეთებს. 

დღის ამბები