18 მაისი 2024,   11:32
ვრცლად
მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში დაკითხვაზე არ გამოცხადდა

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს დაკითხვაზე არ მივიდა.

მისი ადვოკატების თქმით ის ხვალ, 3:00 საათზე აპირებს უწყებაში მისვლას. დღეს შვილმოკლულ მამასთან, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები თავად მივიდნენ და ის დაკითხვაზე დღესვე დაიბარეს.

ამის შემდეგ მაჩალიკაშვილის ინტერესების დამცველებმა სპეციალური განმარტება გაავრცელეს, საიდანაც ირკვევა, რომ მხარეები მანამდე უკვე შეთანხმებულები იყვნენ, რომ დაკითხვა ხვალ გაიმართებოდა.

მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ის არ აპირებს შეთანხმების შეცვლას და უწყებაში ხვალ გამოცხადდება.

„კომუნიკაცია მაქვს ჩემს იურისტებთან. მათ ნათქვამი ჰქონდათ ჩემთვის, პარასკევს, სამ საათზე ვარ დაკითხვაზე. ვიცი მე დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადამიანური ენა არ ესმით, ამიტომ დღეს დავუკავშირდი ჩემს ადვოკატებს,ისინი მეუბნებიან ,რომ ჩვენ ვართ შეთანხმებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან- შენი დაკითხვა შედგება პარასკევს,“- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

დღის ამბები