23 აპრილი 2024,   10:15
ვრცლად
ხაშურში ქალი მოკლეს

ხაშურში, რკინიგზის დასახლებაში ქალი მოკლეს. ინფორმაცია "რუსთავი 2-ს“  შინაგან საქმეთა სამინისტროში  დაუდასტურეს. როგორც ცნობილი ხდება, მოკლულია შუახნის ქალი.

"კურიერის" ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარი შვილმა საკუთარ სახლში ნახა. ამ ეტაპზე მკვლელობის მოტივი უცნობია. 

მოკლულის ცხედარს გორში ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

დღის ამბები