13 მაისი 2024,   01:08
ვრცლად
დონალდ ტრამპი პენტაგონის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პატრიკ შენაჰანის წარდგენას გეგმავს

პენტაგონის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დონალდ ტრამპი პატრი შენაჰანის წარდგენას გეგმავს. თეთრი სახლის პრესსპიკერის განცხადებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შენაჰანმა დაამტკიცა, რომ საკმარისი კვალიფიკაცია აქვს იმისთვის, რომ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის პოსტი დაიკავოს.

თავად პატრიკ შენაჰანი მზადყოფნას გამოთქვამს დონალდ ტრამპის ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის განსახორციელებლად, რომლის პრიორიტეტიც  ჩინეთთან და რუსეთთან კონკურენციაა.

პატრიკ შენაჰანი თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელად 2019 წლის იანვარში, ჯიმ მატისის გადადგომის შემდეგ დაინიშნა.

დღის ამბები