13 მაისი 2024,   09:43
ვრცლად
დონალდ ტრამპი ირანის ხელისუფლებას პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის ხელისუფლებას პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს. დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონსა და თეირანს შორის ახალი ბირთვული შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია და ამისთვის საჭიროა ირანის პრეზიდენტმა მას ტელეფონით დაურეკოს.

თეთრი სახლის ლიდერი ორ ქვეყანას შორის სამხედრო დაპირისპირებას არ გამორიცხავს, თუმცა იმედოვნებს, რომ ეს არ მოხდება. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კი, ამერიკის ინტერესების დარღვევის და მოქალაქეებზე თავდასხმის შემთხვევაში ირანს სწრაფ და საპასუხო რეაგირებას დაპირდა.

დღის ამბები