13 მაისი 2024,   20:45
ვრცლად
აშშ ვენესუელაში დაკავებული ოპოზიციის ლიდერის, ედგარ ზამბრანოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

შეერთებული შტატები ვენესუელაში დაკავებული ოპოზიციის ლიდერის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონიერად არჩეული პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ედგარ ზამბრანოს დაკავება ნიკოლას მადუროს რეპრესიული რეჟიმის კიდევ ერთ გამოვლინებას წარმოადგენს.

ედგარ ზამბრანო კარაკასში უშიშროების სამსახურმა გუშინ დააკავა. ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა მომხდარს მადუროს მიერ კანონის უზენაესობის განადგურების კიდევ ერთი მაგალითი უწოდა.

დღის ამბები