17 მაისი 2024,   08:02
ვრცლად
წყალდიდობა ახმეტაში - ალაზანს პანკისში ჰესის მშენებელი კონტრაქტორი კომპანიის ტრაქტორი მიაქვს

წყალდიდობა ახმეტის და თელავის მუნიციპალიტეტში - გადაუღებელი წვიმების გამო, ადიდებულმა მდინარეებმა, ახმეტის სოფელ ბაბანეურში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები დატბორა.

ადიდებულია მდინარე ალაზანიც, რის გამოც, შესაძლოა, პრობლემა სხვა სოფლებსაც შეექმნას. მდინარე ალაზანს პანკისში ჰესის კონტრაქტორი კომპანიის კუთვნილი ტრაქტორი მიაქვს.

უხვმა ნალექმა დააზარალა თელავის სოფლებიც. ლეჩურში მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და ცენტრალური მაგისტრალი დატბორა, რის გამოც მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებულია. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა.

დღის ამბები