17 მაისი 2024,   08:02
ვრცლად
„მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ - პედაგოგებისთვის განკუთვნილ სემინარს პრემიერ-მინისტრი დაესწრო

„მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ - ამ სახელწოდებით სემინარი, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. ღონისძიების მონაწილეებს პრემიერ-მინისტრმა მიმართა. მამუკა ბახტაძემ პროექტის მნიშვნელობაზე და განათლების სექტორში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

აღნიშნული სემინარი, რომელიც პედაგოგებისთვისაა განკუთვნილი, „ევროპის დღეების“ ფარგლებში უკვე 6 წელია იმართება. სემინარში მონაწილეობას თბილისის და რეგიონების 150-მდე მასწავლებელი იღებს.

მამუკა ბახტაძემ წლის განმავლობაში განხორციელებული საუკეთესო პროექტების ავტორი 10 პედაგოგი დააჯილდოვა.

„პედაგოგების ხელფასი საქართველოში საშუალო ხელფასზე მცირეა. ეს არის ძალიან მძიმე მოცემულობა. მოგეხსენებათ, რომ ამ დღეებში საქართველოს პარლამენტში განიხილება ჩემი ინიციატივა ეროვნული იდეის შესახებ, განათლების რეფორმის შესახებ, რომლის მიხედვითაც ჩვენ ჩვენი მთლიანი პროდუქტის 6%-ს, ანუ ბიუჯეტის მეოთხედს ყოველთვის მივმართავთ განათლებისკენ და ეს იქნება ვალდებულება ნებისმიერი მთავრობისთვის შემდეგი ათწლეულების განმავლობაში,“- განაცხადა ბახტაძემ.

დღის ამბები