17 მაისი 2024,   23:05
ვრცლად
მასობრივი მოწამვლა სენაკში - 18 მეხუთე კლასელი საავადმყოფოებში გადაიყვანეს

მასობრივი მოწამვლა - სენაკის მე-2 საჯარო სკოლაში ცოტა ხნის წინ მე-5 კლასის 18 მოსწავლე სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ბავშვებმა თავბრუსხვევა და ღებინება იგრძნეს, იგივე სიმპტომები აქვს სკოლის პედაგოგსაც.

ინტოქსიკაციის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ბავშვებს ამ წუთებში გამოკვლევები უტარდებათ. ექიმის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

„რაღაც სუნი იყო და მასწავლებელს ვუთხარი, თავბრუ მეხვევა-მეთქი და გარეთ გამიყვანა. თავბრუ მეხვეოდა, ღებინების შეგრძნება მქონდა,“ - განაცხადა ერთ-ერთმა ბავშვმა.

სენაკის მერიის განცხადებით, სკოლაში გაზი 15 აპრილის შემდეგ გამორთულია.

დღის ამბები