17 მაისი 2024,   06:55
ვრცლად
ყვითელი ავტობუსებისთვის დასკვნების გაყალბება ვერ დასტურდება - ტექინსპექტირების ცენტრ ”დაჯის” დირექტორი

ყალბი დასკვნები „ყვითელი“ სამგზავრო ავტობუსებისთვის - სამართალდამცველები ამტკიცებენ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ქალაქში გაყალბებული ტექნიკური დოკუმენტებით მოძრაობს და რეალურად ავტობუსები გამართული არ არის. დაკავებულია ტექინსპექტირების სამი ცენტრის ოთხი თანამშრომელი. 

„კურიერი“ გლდანში მდებარე ტექდათვალიერების ცენტრში იმყოფებოდა. თუმცა გადამღები ჯგუფი იქ არ შეუშვეს და მას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

„რუსთავი 2“ ტელეფონით ესაუბრა ტექინსპექტირების ცენტრ ”დაჯის” დირექტორს, დავით კვინტაძეს. მან ფინანსური პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა. მისი თქმით, გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. დავით კვინტაძის განცხადებით, გაყალბების ფაქტები ვერ დასტურდება.

„სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. გაყალბება ვერ დასტურდება, ის ფაქტები, რომელსაც ფინანსური პოლიცია ასაჯროებს, ვერ დასტურდება,“ - განაცხადა ტექინსპექტირების ცენტრ ”დაჯის” დირექტორმა, დავით კვინტაძემ „რუსთავი 2-თან“ საუბრისას.

ამავე თემაზე
დღის ამბები