24 აპრილი 2024,   09:08
ვრცლად
ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებული არაგვი და დატბორილი საკარმიდამო ნაკვეთები - დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებული არაგვი და დატბორილი საკარმიდამო ნაკვეთები - დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

სოფელ მაღაროსკარის ვარდისუბნის ტერიტორიაზე მცხოვრებლები „კურიერთან“ საუბარში აცხადებენ, რომ ძლიერი წვიმის შედეგად არაგვი ადიდდა და მოსახლეობის კუთვნილ ნაკვეთებზე გადავიდა.

ადგილობრივების თქმით, სოფელში მცხოვრები 15 კომლიდან რვას, ყველაზე მეტად ემუქრება დატბორვის საფრთხე. მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ ძლიერი წვიმების გაგრძელების შემთხვევაში, ადიდებული არაგვი მათ საცხოვრებელ სახლამდე მივიდეს.

სოფელ მაღაროსკარში მცხოვრებლები ამბობენ, რომ კალაპოტიდან გადმოსულმა წყალმა მათი საკარმიდამო ნაკვეთები უკვე დატბორა.

მათივე თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას ნაპირსამაგრი სამუშაოების დაწყების მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა, უშედეგოდ.

დღის ამბები