18 მაისი 2024,   13:33
ვრცლად
ტუნისის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი გადაბრუნდა და ჩაიძირა - არიან დაღუპულები

მორიგი ტრაგედია ხმელთაშუა ზღვაში. ტუნისის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი გადაბრუნდა და ჩაიძირა. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 65 ადამიანი.

მაშველებმა მხოლოდ 16 მიგრანტის გადარჩენა შეძლეს. გავრცელებული ცნობით, ნავი ლიბიიდან ორი დღის წინ დაიძრა და პრობლემები დიდი ტალღების გამო შეექმნა.

2019 წელს ლიბიიდან ევროპაში უკანონოდ გადასვლის მცდელობას უკვე 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ფოტო: REUTERS.

დღის ამბები