18 მაისი 2024,   15:40
ვრცლად
ზელენსკიმ პოროშენკო ეგვიპტეში მყოფ ტურისტს შეადარა და ხელისუფლების გადაცემის პროცესის გაჭიანურებაში დაადანაშაულა

უკრაინის არჩეული პრეზიდენტი ქვეყნის მოქმედ ლიდერს ხელისუფლების გადაცემის პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ვლადიმერ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მან უმაღლეს რადას მოუწოდა, ინაუგურაციის თარიღად 19 მაისი დაამტკიცოს.

მან პეტრო პოროშენკო ეგვიპტეში მყოფ ტურისტს შეადარა, რომელსაც გამგზავრების წინ ჩემოდანში სასტუმროს ნივთებს ალაგებს.

ზელენსკის ბრალდებას პოროშენკოს ადმინისტრაციაში უპასუხეს. მათი თქმით, უკრაინა სასტუმროს ნომერი არაა და ხელისუფლების გადაბარება რთული და საპასუხისმგებლო პროცესია.

ინაუგურაციამდე პეტრო პოროშენკომ ვლადიმერ ზელენსკის შეხვედრაც შესთავაზა.

 

დღის ამბები