22 ნოემბერი 2024,   22:58
ვრცლად
აქცია-პერფომანსი პარლამენტთან - საკანონმდებლო ორგანოსთან გახარიას ბიუსტი დაიდგა, რომელიც ღილაკზე დაჭერისას ბოდიშს იხდის

აქცია-პერფომანსი პარლამენტის შენობის წინ - საკანონმდებლო ორგანოსთან შს მინისტრის გიორგი გახარიას ბიუსტი გაიხსნა. ორგანიზატორები ამბობენ, რომ ინსტალაცია 12 მაისის მოვლენების გახსენებაა. 

ბიუსტს სპეციალური ღილაკი აქვს, რომელზე დაჭერის შემდეგაც, გიორგი გახარია ბოდიშს იხდის.

შეგახსენებთ, რომ ღამის კლუბებში განხორციელებული სპეცოპერაციის შემდეგ, პარლამენტის შენობის წინ აქცია გაიმართა. აღნიშნულ აქციაზე შს მინისტრი მივიდა ბოდიში მოიხადა.

„იდეა იყო, რომ შარშან გაჩნდა ძალიან დიდ პროტესტი, რომელიც საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ ჩვენ მივიღეთ რამდენიმე დაპირება მინისტრისგან რომ ძალიან მოკლე ვადებში  მოხდებოდა ამ პრობლემებზე მუშაობა და გავიდა ერთი წელი ზუსტად ამ მოვლენებიდან და ეს დაპირებები არ შესრულებულა. შესაბამისად, ამის გასახსენებლად კიდევ ერთხელ დავდგით ეს ბიუსტი, რომელიც ისევე როგორც მინისტრი იხდის ბოდიშებს. და ისევე როგორც მინისტრის ბოდიშის მერე, ამ ბოდიშის მერეც არაფერი არ იცვლება,“-განაცხხადა სამოქალაქო აქტივისტმა ალექსანდრე ჯავახიშვილმა.

პარლამენტის წინ ბიუსტის განთავსებამდე სამოქალაქო აქტივისტებმა თბილისის სხვადასხვა უბნებში პოსტერები გამოფინეს. "დავიწყოთ ბოდიშით", "არა თავისუფლებას," "ძალაც და უფლებაც ოლიგარქს" "უფრო მორჩილი სასამართლო,"-ამ შინაარსის ბანერები თბილისში გამთენიისას გამოჩნდა.

სამოქალაქო აქტივისტებმა და ამ ფორმით საჯაროდ გამოხატეს უკმაყოფილება ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ.

„2012 წლის 12 მაისს სახელმწიფომ გადაწყვიტა და გადადგა ძალიან უგუნური და ბოროტი ნაბიჯი და არამარტო კონკრეტული კლუბების და სივრცეების წინააღმდეგ, არამარტო ახალგაზრდა თაობის წინააღმდეგ, არამედ  ზოგადად საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. არ იქნებოდა სწორი, რომ ერთი წლის შემდეგ ეს დღე უბრალოდ ჩავლილიყო. ამიტომ ჩვენ ამ შემთხვევაში მსგავსი პროტესტის  ფორმა მოვიფიქრეთ. ჩვენ რეალურად ვართ მომსწრენი ყოველდღიურ რეჟიმში თუ როგორც ვძირავთ საკუთარ ქვეყანას. და თან არ გვაქვს არანაირი გავლენის და კონტროლის მექანიზმები იმიტომ, რომ ხელისუფალს უბრალოდ არ აინტერესებს ეს ყველაფერი. არ გვინდა  თავისუფალი მედია, გვინდა კონტროლირებადი სასამართლო, იქნებ ამ მესიჯებით მივმართოთ და მერე პირიქით მოიქცნენ,“-განაცხადა კლუბ "ბასიანის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ტატო გეთიამ.

დღის ამბები