26 დეკემბერი 2024,   14:37
ვრცლად
"განგებამ ღვთისა ინება, რომ საქართველო ყოფილიყო წილხვედრი ღვთისმშობლისა" - ილია მეორე

მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში პირველი წირვა უკვე დასრულდა. წირვაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ იქადაგა, რომელმაც ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულის შესახებ ისაუბრა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს დღევანდელი დღესასწაული მიულოცა. 

„მთელი ერი მოხარულია იმით, რომ დღევანდელი დღე იქნება წილხვედრი, საქართველო იქნება წილხვედრი ღვთისმშობლისა და მოხარული ვარ, რომ ამას იზიარებს ჩვენი პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე. განგება ღვთისა ინება რომ საქართველო ყოფილიყო წილხვედრი ღვთისმშობლისა. როცა მოციქულებმა ყარეს წილი, ვინ სად უნდა წასულიყო საქადაგებლად, მიიღო მონაწილეობა ღვთისმშობელმა დედამ და მას ხვდა წილად ივერია და იმ დღიდან, საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ღმერთი ჩვენთან არს, ქრისტე აღსდგა! ჩვენთან არს ღმერთი“ - აღნიშნა ილია მეორემ. 

დღის ამბები