18 მაისი 2024,   12:47
ვრცლად
1 წელი თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული საპოლიციო ოპერაციიდან - EMC განცხადებას ავრცელებს 

ერთი წელი თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ოპერაციიდან და კითხვები რომელიც დღემდე პასუხგაუცემელია - „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, 12 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მასში ნათქვამია, რომ პროკურატურაში შეტანილი მათი ყველა განცხადება აქციის მონაწილეთა უკანონოდ დაკავებისა და პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე,  რეაგირების გარეშეა დარჩენილი.

EMC-ის წარმომადგენლების განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრის დაპირების მიუხედავად, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხი “უახლოეს დღეებში” გადაწყდებოდა, საბოლოოდ მოიხსნა პოლიტიკური და საკანონმდებლო დღის წესრიგიდან.

„ის დაპირებები, რომელიც გაიცა 12-13 მაისს და არაერთხელ მას შემდეგ, არის შეუსრულებელი და ჯერ კიდევ ნარკოპოლიტიკის თემაზე, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ამ პარლამენტის პირობებში ძალიან მცირეა მოლოდინი იმისა, რომ ფუნდამენტურ, ძირეულ ცვლილებებს ნარკოპოლიტიკის კუთხით ვიხილავთ, ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას იფიქროს შუალედურ გადაწყვეტილებაზე. სწორედ ხალხისთვის, რომელიც ამ რეფორმას ელოდებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში,“-განაცხადა სოფო ვერძეულმა.

დღის ამბები