18 მაისი 2024,   15:39
ვრცლად
ახალი ავტობუსები დედაქალაქში - მწვანე ფერის ავტობუსები მგზავრებს დღეიდან მოემსახურება 

თბილისში ახალი ავტობუსები იმოძრავებს. მწვანე ფერის ავტობუსები მგზავრებს დღეიდან მოემსახურებიან.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მუხიანის დასახლებიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავ მარშრუტზე რვა ავტობუსი განაწილდება, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე კი ოთხი ახალი ავტობუსი იმოძრავებს. თბილისის მერია სულ 90 ახალი ავტობუსის შემოყვანას გეგმავს.

ახალი ტრანსპორტით დღეს თბილისის მერმაც იმგზავრა. მისი განცხადებით, წლის ბოლომდე ავტობუსების არსებულ რაოდენობას  კიდევ 220 ერთეული შეემატება.

„90 ერთეული ავტობუსები, რომლებიც შევისყიდეთ, 50 უკვე ქალაქშია და დღეიდან უკვე მოემსახურება თბილისის მოსახლეობას. 40, რომელიც არის დარჩენილი ამ ათ მეტრიანებიდან ერთ თვეში იქნება თბილისში. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ჩვენ მოვაწესრიგოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გარდა ამისა, 220 ერთეული წლის ბოლომდე უნდა შემოვიდეს, 8 მეტრიანი „ISUZU“-ს ავტობუსები,“- განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები