18 მაისი 2024,   13:45
ვრცლად
შეხვედრა ემიგრანტებთან - მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს პრობლემების მოგვარების სტრატეგია გააცნო 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მორიგი შეხვედრა ევროპაში მცხოვრებ ემიგრანტებთან - ლიეჟისა და რომის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი მიუნხენში ჩავიდა და გერმანიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შეხვდა. ქართველმა ემიგრანტებმა, საქართველოში არსებულ პრობლემებზე იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რის გამოც მათ ქვეყნის დატოვება მოუხდათ. ემიგრანტები მთავარ გამოწვევად განათლების ხარისხს, ეკონომიკურ პრობლემებს და ჯანდაცვის სფერო ასახელებენ. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა თავის მიმართვაში მთავარ პრობლემად კორუფცია დაასახელა. მისი განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლების მთავარი იდეოლოგია სწორედ კორუფციაა და ამ პირობებში ქვეყანა ვერ განვითარდება. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება ბიძინა ივანიშვილის მიერ შეძენილ ქონებაზე და კორუფციულ გარიგებებზეც გაამახვილა. თქვა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში შურს არავისზე იძიებენ და მაღალჩინოსნების მიერ კორუფციის გზით შეძენილი ქონება ისევ ხალხს დაუბრუნდება.  

შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილი საკადრო ბანკის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც ევროპაში მცხოვრები და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ქართველებისგან დაკომპლექტდება.

შეთანხმდნენ, რომ დისკუსიებს პერმანენტული ხასიათი ექნება. აღნიშნული შეხვედრები საქართველოს უკეთეს მომავალს და რეფორმების გატარებას მოემსახურება, რომელიც ქვეყანას განვითარებით ევროპულ სტანდარტებთან მიიყვანს.

დღის ამბები