18 მაისი 2024,   01:37
ვრცლად
"ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გაიწელოს" - თინა ხიდაშელი ვაზიანის სამხედრო ბაზის გაფართოების პროექტზე 

რატომ ფერხდება ვაზიანის სამხედრო ბაზის გაფართოება და რატომ არ ჩქარობს საქართველოს ხელისუფლება გააღრმავოს პარტნიორობა ამერიკულ მხარესთან - თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს, პროცესი მაქსიმალურად ჭიანურდება. მისი თქმით,  დღეს ქვეყანა რუსული დღის წესრიგით ცხოვრობს და ნაბიჯები, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებისა და ევროპული მომავლისთვის არის საჭირო არ იდგმება. 

„ჩაშლას რომ ეცდებოდა ამის არ მჯერა, იმიტომ რომ ამასაც იმ ტიპის გამბედაობა უნდა, რომელიც არ აქვთ. გადაწყვეტილების მიღების უნარი აქვთ დაკარგული მინისტრებს ზოგადად, ამ ქვეყანაში ყველას. ისინი ვერ გაბედავენ ამერიკელებთან შეთანხმებულ პროექტზე უარის თქმას, იმედი მაქვს რომ ვერ გაბედავენ, მაგრამ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გაიწელოს. საქართველოში მთავარი პრობლემა დღეს არის, ერთი წინადადებით რომ ვთქვათ, ასეთი რომ ჩვენ ვცხოვრობთ რუსული დღის წესრიგით, რუსებს არ შეეშინდეთ, რუსები რას იფიქრებენ, კრემლში როგორი დამოკიდებულება ექნებათ და არა საკუთარი დღის წესრიგით, ჩვენ რა გვინდა“ -  განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ვაზიანის სამხედრო ბაზის გაფართოების და პროექტის განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობს ”თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს” გამგეობის წევრი, თეონა აქუბარდია. მისი თქმით, პროექტი მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვიუნარინობისთვის

„ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ მოლაპარაკებების პროცესში იყო ვაზიანის აეროდრომზე ამერიკელების მხარდაჭერით სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში აეროდრომის მშენებლობა, გავრცელდა შარშან, ნოემბრის 18-ში. როდესაც ლევან იზორია, თავდაცვის მინისტრი შეხვდა აშშ-ს არმიის ტრანსპორტის სარდალს. ნოემბრის თვეშივე წავიდა პრესაში ამის შესახებ ინფორმაცია, ამასთან დაკავშირებით იყო რუსულ პრესაშიც გამოხმაურება, ნეგატიურ კონტექსტში, თუმცა ერთია რუსეთის ინტერესები, მეორე არის საქართველო ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა. უმნიშვნელოვანესია ქვეყნის თავდაცვის უნარიანობისთვის,"-  განაცხადა თეონა აქუბარდიამ. 

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ორი სახელმწიფო შეთანხმდა, რომ ერთობლივი ძალისხმევით გააფართოვებდნენ ვაზიანის ბაზას და ერთად გააძლიერებდნენ საქართველოს საავიაციო თავდაცვას. 12 თვის შემდეგაც კი შეთანხმება მხოლოდ სიტყვებია, საქართველოს მთავრობას კონკრეტული ნაბიჯები ჯერაც არ გადაუდგამს.

 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები