26 დეკემბერი 2024,   22:47
ვრცლად
"ჩემი ხმა არ არის, ფალსიფიცირებულია, ეს მე არ ვარ" - "ქართული ოცნების" წევრი სკანდალურ ფარულ ჩანაწერზე

"როგორ გეკადრებათ, ჩემი ხმა არ არის, ფალსიფიცირებულია. ეს მე არ ვარ,“ - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი, გია დანელია იმ ფარულ ვიდეომასალას, რომელიც „კურიერს“ ანონიმურმა წყარომ მიაწოდა.

მასალის მიხედვით, რომელიც ავტომობილშია გადაღებული, გია დანელია მეორე პირს უხსნის თუ რა დავალებები მიიღეს წინასაარჩევნოდ "ზევიდან".

გია დანელია „კურიერთან“ ამბობს, რომ ვიდეო ფალსიფიცირებულია. მიუხედავად იმისა, რომ კადრში დანელია ჩანს და ის საუბრობს, „ქართული ოცნების“ წევრი აცხადებს, რომ ვიდეოში ის არ არის.

ჩანაწერში დანელია ყვება, როგორ დაიბარეს ის სხვა ადგილობრივ ლიდერებთან ერთად და როგორ მისცეს დავალებები, მოისყიდონ მოქალაქეები ნებისმიერ ფასად... ვისაც ვერ მოისყიდიან დააშინონ, ვისაც ვერ დააშინებენ, გაიტაცონ და 19 მაისს საარჩევნო ყუთთან მისვლის საშუალება არ მისცენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები