19 დეკემბერი 2024,   07:47
ვრცლად
თავდასხმა სანდრა რულოვსზე და TV "ოდიშის" გადამღებ ჯგუფზე - შსს-მ გამოძიება დაიწყო 

თავდასხმა სანდრა რულოვსზე - შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს. როგორც "რუსთავი2"-ს შსს-ში განუცხადეს, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

სანდრა რულოვსს "ქართული ოცნების" აგენტ პროვოკატორებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა დადიანების სასახლის ეზოში მოხდა. ტელეკომპანია "ოდიში" მერობის კანდიდატზე გადაცემას ამზადებდა, როდესაც "ქართული ოცნების" აგენტ-პროვოკატორები გამოჩნდნენ. მათ მერობის კანდიდატს სიტყვიერი, ხოლოდ გადამღებ ჯგუფს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები