18 მაისი 2024,   22:10
ვრცლად
"ჩართეთ ახალი ამბები და უყურეთ, რა ხდება ზუგდიდში" - ოპოზიცია თამარ ჩუგოშვილს მიმართავს

წინასაარჩევნო გარემო - პარლამენტში მწვავე დებატები მიმდინარეობდა. ოპოზიცია ამომრჩევლის მოსყიდვის ტოტალურ ტენდენციაზე საუბრობს და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.

ხელისუფლების ოპონენტების უკმაყოფილება პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ საარჩევნო გარემო განსაკუთრებული დაძაბულობის გარეშე და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. თამარ ჩუგოშვილმა დეზინფორმაციის გავრცელებაზე გაამახვილა ყურადღება.

თამარ ჩუგოშვილი-ის სურათის შედეგი„საარჩევნო გარემო მიმდინარეობს განსაკუთრებული დაძაბულობის გარეშე, მშვიდ ვითარებაში... სამწუხაროდ, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც დეზინფორმაციული ელემენტები იქნა შეტანილი საარჩევნო პროცესში. სეთი ელემენტები საარჩევო გარემოს საკმაოდ აფუჭებს,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ოპოზიციის წევრებმა პარლამენტის ვიცე-სპიკერს სთხოვეს, რომ დაინტერესდეს ზუგდიდში განვითარებული მოვლენებით, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ.

დაკავშირებული სურათი„ქალბატონო თამარ, ჩართეთ ახალი ამბები, თუ შეიძლება და უყურეთ, რა ხდება ზუგდიდში. იყო თავდასხმის მცდელობა ჩვენს კანდიდატზე, ქალბატონ სანდრა რულოვსზე, განხორციელდა თავდასხმა ჩვენი პოლიტსაბჭოს წევრზე, ბატონ ზაალ სამადაშვილზე და განხორციელდა თავდასხმა თბილისის საკრებულოს წევრზე, ბატონ ნიკა ვაჩეიშვილზე. ასევე, ნაცემია და თავდასხმის მსხვერპლია ტელეკომპანია „ოდიშის“ ფოტოგრაფი, გადამღები და ჟურნალისტი. მაინტერესებს, ეს არის თქვენი აზრით, ცივილიზებული, ნორმალური, დემოკრატიული ქვეყნის საარჩევნო გარემო? მინდა, მივმართო ამომრჩევლებს, აიღეთ ის საჩუქრები, რომელსაც დღეს მათხოვრებივით გიგდებთ ბიძინა ივანიშვილი არჩევნების წინ, მაგრამ ხმა „ქართულ ოცნებას“ აღარასოდეს აღარ მისცეთ,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

ოპოზიცია დაინტერესდა მმართველი გუნდის აზრით, შეესაბამება თუ არა ძალადობითა და დაშინებით წარმართული წინასაარჩევნო გარემო დემოკრატიულ ქვეყანას.

დაკავშირებული სურათი„ქალბატონი თამარ ჩუგოშვილი საუბრობდა მშვიდ გარემოზე წინასაარჩევნოდ და როგორც ჩანს, მან არ იცის ბოლო პერიოდში, ბოლო რამდენიმე საათში გავრცელებული, თუნდაც, უახლესს ვამბობ, რამდენიმე კადრი, რომელიც ზუგდიდიდან გავრცელდა, თავ-პირს როგორ ამტვრევენ იქ ოპოზიციის წარმომადგენლებს. მაინცდამაინც ახალქალაქისნაირი სისხლისღვრა უნდა მოხდეს, რომ რამე რეაგირება მოხდეს ამაზე?“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ.

ოპოზიციამ მმართველ გუნდს მოუწოდა, ინსტრუქციებს, რომ საარჩევნო გარემო მშვიდად მიმდინარეობს, ნუ დაუჯერებენ და რეალობას გაუსწორონ თვალი.

ელენე ხოშტარია-ის სურათის შედეგი„მინდა, მივმართო „ქართული ოცნებიდან“ ჩვენს კოლეგებს, გვერდზე გადადეთ ის ინსტრუქციები, მესიჯბოქსები თუ მესიჯები, რაც მოგდით, რომ უნდა თქვათ, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ვითარდება და რეალობას მართლაც შეხედეთ თვალებში და დაინახეთ, რომ იმ ადგილას, სადაც წინა არჩევნების შედეგად ადამიანი გარდაიცვალა ინსულტით, ადამიანი, რომელიც იძახდა, რომ ჩემზე არის პოლიტიკური ზეწოლა, გარდაიცვალა ინსულტით და ამის მერე არაფერი გამოიძიეთ, ამ ზონდერების მივარდნას ადამიანებთან, ინსტრუქციებს, რომ ადამიანის გატაცებაც შეიძლება, თურმე, მოსყიდვა, ყველანაირი გზით ზეწოლა და რისთვის, იმისთვის, რომ ოღონდ თქვენ შეინარჩუნოთ სკამები?“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ.

საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით განცხადება ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ გააკეთა.

გიორგი ლომია-ის სურათის შედეგი„რა უნდა დაუშავო ქართველ ხალხს, თუნდაც შვიდი წლის განმავლობაში, რომ ისე შეაზიზღო თავი, რომ არჩევნებში ამომრჩევლის მოსყიდვა დასჭირდეს ხელისუფლებას,“ - განაცხადა გიორგი ლომიამ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები