18 მაისი 2024,   17:58
ვრცლად
აღმოსავლეთ პარტნიორობა შეიქმნა საქართველოში რუსეთის შეჭრიდან ერთი წლის შემდეგ - პოლონეთის პრემიერ-მინისტრი 

ბრიუსელში, მეორე დღეა, აღმოსვლეთ პარტნიორობის პროექტის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ. დღეს დილიდან, მაღალი დონის კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც პროექტის წინაშე არსებულ მიღწევებსა და გამოწვევების შესახებ დისკუსია მიმდინარეობს. ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ დისკუსიის მონაწილეები და აღმოსავლეთ პარტნიორობოს პროექტის შესახებ ისუბრეს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან კლოდ იუნკერმა საზოგადოების დაახლოების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სასამართლო სისტემაში რეფორმები უნდა გატარდეს. ჟან კლოდ იუნკერმა ქვეყნებში კორუფციის აღმოფხვრის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. 

„მინდა ჩვენი საზოგადოებები ერთმანეთს დავუახლოვოთ, ეს პროცესი არ არის შეზღუდული. მნიშვნელოვანია საერთო ღირებულებებისა და პრინციპების საკითხი. მმართველობა ჩვენს ქვეყნებში უფრო ძლიერი უნდა გახდეს, გატარდეს საჭირო რეფორმები სასამართლო სისტემაში, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, სრულყოფილი შეიძლება არ არის, მაგრამ ეს ის საკითხია, რომელიც შეშფოთების საგანია და კორუფცია სრულად უნდა აღმოიფხვრას ჩვენს თანამედროვე საზოგადოებაში. ეს უფრო დაგვაახლოებს,“ - განაცხადა ჟან კლოდ იუნკერმა.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, იაცეკ ჩაპუტოვიჩი, რომელმაც აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა საქართველოში რუსეთის შეჭრიდან ერთი წლის შემდეგ შეიქმნა. მან რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ერთიანი პოლიტიკით უნდა დაუპირისპირნდენ. 

„ერთ-ერთი რთული სფერო პოლიტიკური თანამშრომლობაა, აღმოსავლეთ პარტნიორობა შეიქმნა საქართველოში რუსეთის შეჭრიდან ერთი წლის შემდეგ. ეს არის გეოპოლიტიკური კონტექსტი. ჩვენ, ასევე უნდა გვესმოდეს, როგორ აფასებენ ისინი გეოპოლიტიკურ სიტუაციას. ეს არის გამოწვევა, რომლის წინაშეც ვდგავართ. მეორე გამოწვევა ევროკავშირში არსებობს. ორი კვირის წინ, ვარშავაში დეკლარაცია მივიღეთ, რომელიც ითვალისწინებს, ჩვენს სამეზობლოზე კონცენტრირებას. კერძოდ, აღმოსავლეთ სამეზობლოზე ან დასავლეთ ბალკანეთზე. ეს დეკლარაცია უფრო კონკრეტულია და ამბობს, რომ ევროკავშირში შეიძლება იყოს პრობლემა და ზოგიერთი ქვეყანა ყოყმანობდეს აღმოსავლეთ მხარდაჭერაზე სხვადასხვა მიზეზის გამო. შეიძლება იყვნენ ორიენტირებული უფრო მეტად სამხრეთისკენ ან განსხვავებულად აფასებენ რუსეთის როლს და მასთან ურთიერთობას, ამასთან ისე, რომ არ ჩაერიოს ამ რეგიონში, რაც რუსეთის გავლენების აღდგენის მცდელობად ფასდება. პოლიტიკური ერთიანობა ევროკავშირში და ასევე პოლიტიკური გაგება სიტუაციის, სირთულეზე პრობლემას წარმოადგენს და თავი არ უნდა წარმოვაჩინოთ ისე, თითქოს ამას ვერ ვხედავთ. საჭიროა რუსეთს დავუპირისპიროთ ერთიანი პოლიტიკა აღმოსავლეთ პარტნიორების შეშფოთების გათვალისწინებით,“ - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, იაცეკ ჩაპუტოვიჩმა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენციზე სიტყვით გამოვიდა უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო, რომელმაც საკუთარი ინიციატივის შესახებ ისაუბრა.

„გამოვდივართ შენგენის ზონისა და საბაჟო კავშირის შექმნის ინიციატივით, რომ ეკონომიკის სფეროში ჩვენი თანამშრომლობა გამარტივდეს და უკეთესი გახდეს,“ - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.

პარალელურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს ორმხრივი შეხვედრა ჰქონდა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟან კლოდ იუნკერთან. მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

მამუკა ბახტაძისა და ჟან-კლოდ იუნკერის შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. 

 

 

 

დღის ამბები