18 მაისი 2024,   19:15
ვრცლად
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე - ენმ-მ სესიაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დააყენა

ენმ თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაციის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. შესაბამისი დადგენილების პროექტი დეპუტატებს სესიაზე სალომე სამადაშვილმა წარუდგინა. ფრაქციაში მიიჩნევენ, რომ საქმესთან დაკავშირებით შეკითხვები  პასუხმგაუცემელია. ამბობენ, რომ ვერც ვახტან გომელაურისგან მოისმინეს შესაბამისი ინფორმცია ამ საქმეზე და ამიტომ  საგამოძიებო კომისიის შემქნის აუცილებლობაზე საუბრობენ. 

„მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, დღემდე არ აქვს მინიჭებული ადგილმონაცვლის სტატუსი რაც მას მისცემდა საკუთარი უფლებების უკეთ დაცვის შესაძლებლობას. სიმართლე ეს არის ის რასაც ითხოვს ჩვენგან დაღუპული მაჩალიკაშვილის მამა. ამ სიმართლის დასადგენად  ვფიქრობ რომ აუცილებელი არის საგამოძიებო კომისიის შექმნა. შესაბამისად, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წარმოგიდგენთ დადგენილების  პროექტს რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 62-ე მუხლის შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ გადაწყვეტილება შევქმნათ საგამოძიებო კომისია,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სესიაზე საკითხის განხილვს მმართველი პარტიის უმრველოსობა არ ესწრებოდა. კომისიის შემქნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საკითხი კენჭისყრაზე პლენარულ სესიაზე გავიდა. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას  პარლამენტი კენჭს ორ კვირაში უყრის. კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

კომისიის შექმნას მხარს უჭერენ "ევროპული საქართველოს" წევრები.

Image result for გიგა ბოკერია„ეს ფატალური შემთხვევა სპეცოპერაციის დროს იქცა დროშად უსამართლობის, დროშად არა მკაფიო პასუხების, აშკარა მცდელობის, რომ უბრალოდ ნაცარი  მიაყაროს ხელისუფლებამ ამ საქმეს. შეიქმნას კომისია და თუნდაც  ისეთ ფორმატში რომელიც არ ითვალისწინებს ზოგ შემთხვევაში  საჯაროობას. ყველა დეტალი გაირკვეს და შემდეგ მკაფიოდ ითქვას თუნდაც მწარე სიმართლე,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ასევე კომისიის შექმნის მომხრეები არიან "პატრიოტთა ალიანსი" და "ოცნებიდან" დემარშით წასული დეპუტატები. 

Image result for ემზარ კვიციანი

„ეძებს სამართალს და ვერ მიაღწია მაგან, რომ გაიგოს  ბოლოს და ბოლოს რატომ მოუკლეს შვილი. და ჩვენც გვაინტერესებს სუყველას. და რომ არ ჰქონდეს ამას გაგრძელება და კიდევ ვიღაცას სახლებშიც არ მოგვაკითხონ ამიტომ არის აუცილებელი, რომ შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია,“-განაცხადა ემზარ კვიციანმა. 

 

სესიაზე საკითხის განხილვას მმართველი პარტიის უმრაველესობა არ ესწრებოდა.

 

 

დღის ამბები