18 მაისი 2024,   21:01
ვრცლად
"არ უნდა მივცეთ საშუალება სხვადასხვა პროვოკატორებს, ჩრდილი მიაყენონ ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვარს" - პრემიერი რუსლოვსზე განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრობს

სხვადასხვა პროვოკატორებს არ მივცემთ უფლებას ჩრდილი მიაყენონ ჩვენი დემოკრატიის მაღალ ხარისხს - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერი, მამუკა ბახტაძე დღეს ზუგდიდში, სანდრა რულოვსსა და მისი შტაბის წევრებზე განხორციელებულ თავდასხმას

ბახტაძის განცხადებით, ხელისუფლება ზუგდიდშიც და ყველა სხვა რეგიონშიც უზრუნველყოფს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას.  

„არამხოლოდ ზუგდიდში, არამედ ყველგან, სადაც არჩევნები ტარდება, ჩვენ ვუზრუნველვყოფთ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს ისე, როგორც ამას ვაკეთებდით ყოველთვის, რაც „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება სხვადასხვა პროვოკატორებს ჩრდილი მიაყენონ  ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვარს, დემოკრატიის მაღალ ხარისხს, ბუნებრივია თუ ვიღაცა დაარღვევს კანონს მასზე რეაგირება იქნება შესაბამისი და მკაცრი,“-განაცხადა ბახტაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატს, სანდრა რულოვსს,  თავს დღეს დაესხნენ.

მათ მერობის კანდიდატს სიტყვიერი შეურაცხყოფა მაშინ მიაყენეს, როდესაც ის ტვ "ოდიშს" ინტერვიუს აძლევდა. 

"ქართული ოცნების" მხარდამჭერები აგრესიულები იყვნენ, იგინებოდნენ და ისინი ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მამაკაცმა კამერის წართმევაც სცადა. 

დღის ამბები