23 დეკემბერი 2024,   01:51
ვრცლად
სკანდალური ფარული ჩანაწერი და ამომრჩევლის მოსყიდვა ზუგდიდში - პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ სკანდალურ ჩანაწერზე, სადაც ზუგდიდის საკრებულოს წევრი, გია დანელია ამომრჩევლის მოსყიდვაზე და გატაცებაზე საუბრობს, გამოძიება დაიწყო.

ჩანაწერში დანელია მეორე პირს უხსნის, თუ რა დავალებები "მოვიდა ზევიდან." დანელია ყვება, როგორ დაიბარეს ის სხვა ადგილობრივ ლიდერებთან ერთად და როგორ მისცეს დავალებები, მოისყიდონ მოქალაქეები ნებისმიერ ფასად... ვისაც ვერ მოისყიდიან დააშინონ, ვისაც ვერ დააშინებენ, გაიტაცონ და 19 მაისს საარჩევნო ყუთთან მისვლის საშუალება არ მისცენ.

ჩანაწერიდან ირკვევა, რომ სახელისუფლებო პარტია არჩევნების მოსაგებად ე.წ. მაყურებლებთან თანამშრომლობასაც არ ერიდება.

„2019 წლის 14 მაისს  სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში  გამოძიება დაიწყო სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გასული,  სავარაუდოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 164-ე პრიმა მუხლით,“-აცხადებენ პროკურატურაში.

ასევე,  ამავე მუხლით  დაიწყო გამოძიება ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე,  ლევან ხაბეიშვილის მიერ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან  დაკავშირებით.

დღის ამბები