26 დეკემბერი 2024,   04:49
ვრცლად
გურჯაანის მერის წარმომადგენელს სოფელ ჩუმლაყში, ფიზიკურად გაუსწორდნენ

სოფელ ჩუმლაყში გურჯაანის მერის წარმომადგენელს, ფიზიკურად გაუსწორდნენ. ზაზა რუაძეს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული. დაპირისპირება სოფლის ხელმძღვანელს ჩუმლაყელ ძმებთან, დავით და ბაჩანა ბერულაშვილებთან მოუვიდა. ინციდენტი სოფელში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოს მოჰყვა. ე.წ. ბაღის უბნის რეაბილიტაციის ფარგლებში გზა გათხარეს, რა დროსაც დაზიანდა ბერულაშვილების კუთვნილი წყლის მილი. ოჯახი კი მის აღდგენამდე, უბანში წყლის მიწოდების შეწყვეტას მოითხოვდა, რაზეც მხარეებს შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.

უკმაყოფილებას გამოთქვამენ ადგილობრივებიც. მათი თქმით, სანიაღვრე არხი მხოლოდ გზის ერთ მხარეს კეთდება. მომხდარ ფაქტს ადასტურებს სოფლის ხელმძღვანელი, ხოლო ფიზიკურ შეურაცხყოფას უარყოფს ბაჩანა ბერულაშვილი.

საქმეზე გამოძიება კი 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. 219 მეტრიანი გზა რეგიონული პროექტის ფარგლებში კეთდება, რისთვისაც 138 ათასი ლარია გამოყოფილი.  

დღის ამბები