18 მაისი 2024,   16:14
ვრცლად
„ჩემი გამარჯვება აქ ეს ნიშნავს, რომ „ოცნება“ წავიდა დაღმართზე, ეს არის ზუსტად, რომ ხალხი იბრუნებს ხელისუფლებას"-სანდრა რულოვსი

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი, რომელიც უკვე თვეებია კარდაკარ დადის და ამომრჩევლების პრობლემებს ადგილზე ეცნობა, სამეგრელოში არსებულ უმძიმეს სოციალურ პირობებზე საუბრობს.

სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ ის ოპტიმისტურად არის განწყობილი. ოპოზიციის კანდიდატი აცხადებს, რომ ამის თქმით საფუძველს ამომრჩევლის განწყობა აძლევს.

„ახლა მართლა გადარჩენის ამბავია. ჩემში ხედავენ ბოლო იმედს. ეს ქალი თუ გაიმარჯვებს აქ იქნება უკეთესი სიტუაცია,“-განაცხადა რულოვსმა.

სანდრა რულოვსი მასზე განხორციელებულ თავდასხმასაც გამოეხმაურა. მისი თქმით ის, ბაჩანა შენგელაიასთან ერთად იღებდა საარჩევნო კლიპს, როდესაც მათთან მივიდნენ პროვოკატორები.

ინციდენტის დროს გაერთიანებული ოპოზიციის ფოტოგრაფს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„მცირე ჯგუფია, რომელიც ზუგდიდელების  ინტერესებს არ წარმოადგენს. ესენი არიან რაღაც ზონდერები, ძველი პარტიზანები, ტყის ძმები და ა.შ. ვინც გვიშლიან ხელს, მაგრამ ჩვენ არ შევშინდებით. გვაქვს უპირატესობა, აუცილებლად ხმებს დავიცავთ და ვერ მოგვერევიან,“-განაცხადა სანდრა რულოვსმა.

სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ ის მზურნველი და სამართლიანი მერი იქნება. მისივე განცხადებით, მისი გამარჯვება ნიშნავს, რომ ოცნების ხელისუფლება დამარცხდება საბოლოოდ.

„ჩემი გამარჯვება აქ ეს ნიშნავს, რომ „ოცნება“ წავიდა დაღმართზე. ეს არის ზუსტად რომ ხალხი იბრუნებს ხელისუფლებას. ეს არის კარგი ამბავი,“-განაცხადა სანდრა რულოვსმა და აღნიშნა, რომ მისი გამარჯვების შემდეგ, დადგება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი.

გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ ის გამარჯვების შემდეგ იზრუნებს იმაზე, რომ ლაზიკას პროექტი განხორციელდეს და ხალხი დასაქმდეს.

სანდრა რულოვსი ზუგდიდში ნეპოტიზმზე საუბრობს. 

დღის ამბები