18 მაისი 2024,   13:44
ვრცლად
ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღის აღსანიშნავად სარეზერვო ფონდიდან 900 ათასი ლარი გამოიყო - ფლანგვის დეტექტორის კვლევა

თითქმის 900 ათასი ლარი - ეს ის თანხაა, რომელიც მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღის აღსანიშნავად გამოიყო. ამ საკითხზე ინფორმაცია "ფლანგვის დეტექტორმა" მოიძია.

მასში აღნიშნულია, რომ ქვეყანა, სადაც ბოლო 4 წელია უკიდურეს სიღარიბეში მყოფ ბავშვთა რაოდენობა 4 %-ით გაიზარდა - გაუმართლებლად დიდ თანხას ეკლესიის მხარდაჭერის მოპოვებისთვის ხარჯავს.

ასევე კვლევით დგინდება, რომ საპატრიარქოს მიერ მთავრობისგან მიღებული სიკეთეების ზრდა წინასაარჩევნო პერიოდსა და პოლიტიკურ კრიზისებს ემთხვევა.

„ღვთისმშობლის წილხვედრობის დღის აღსანიშნავად სახელმწიფომ ბიუჯეტიდან 900 ათასი ლარი გამოყო. ეს თანხა ძირითადად და სრულად გამოიყო სარეზერვო ფონდიდან. სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფა ხდება ფორსმაჟორულ გარემოებებში, სახელმწიფოს დაფინანსება საპატრიარქოსთან მიმართებაში მუდმივად იზრდება ორ შემთხვევაში. ეს არის წინასაარჩევნო შემთხვევები და ეს არის შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება კრიზისულ სიტუაციაშია,“-ამბობს ”ფლანგვის დეტექტორის” მკვლევარი, სალომე კვირიკაშვილი.   

დღის ამბები