18 მაისი 2024,   14:56
ვრცლად
აქცია მიკროსაფინანსო ორგანზიაციის ოფისთან - მოქალაქეები კუთვნილი ოქროს მიღებას ითხოვენ

შეშელიძის ქუჩაზე მდებარე "გრანდ ფინანსის" ოფისთან მოქალაქეები გვიანობამდე იყვნენ შეკრებილი.

ისინი მიკროსაფინანსო კომპანიიდან, რომელმაც "ჯაბა კრედიტის" ვალდებულებები იკისრა - კუთვნილი ოქროს მიღებას ითხოვდნენ. შეკრებილების მტკიცებით, ზოგიერთ მათგანს თანხა გადახდილი აქვს, თუმცა ოქროს მიღებას ვერ ახერხებენ.

პანიკის საფუძველი თბილისში მდებარე "გრანდ ფინანსის" სხვა ფილიალების დახურვა გახდა, თუმცა კომპანიის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ საშიშროება არ არსებობს და ყველა მოქალაქეს თუ მათ თანხა გადახდილი აქვთ - კუთვნილი ოქრო დაუბრუნდება.

„მოვედი 25 აპრილს გადავიხადე მთლიანი თანხა, რომ გამომეტანა ოქროები, გუშინ მოვედი და მითხრეს, რომ დღეს მოვსულიყავი, დღეს მოვედი და ჩემი ოქრო ისევ არ არის, ყოველ წუთში შიშში არ უნდა იყო, ჩემი მოთხოვნაა ჩემი ოქრო მომცენ,“-ამბობს სოფიო სილაგავა.

დღის ამბები