18 მაისი 2024,   14:57
ვრცლად
„ორმოცი ახალი ვაგონი გვექნება მეტროს შემადგენლობებში,“- დედაქალაქის მერი მეტროპოლიტენის რეაბილიტაციაზე საუბრობს

მეტროს ვაგონები  შეკეთებას არ ექვემდებარება და საჭიროა მათი ახლით ჩანაცვლება - ეს განცხადება დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ გააკეთა. დედაქალაქის მერის განცხადებით,  2020 -22 წლისთვის  თბილისის მეტროში 40 ახალი ვაგონი იმოძრავებს. კალაძემ ასევე, ყურადღება მიწისზედა მეტროს პროექტზე გაამახვილა, რომელიც თბილისი-რუსთავი-სამგორი-ლილოს მიმართულებით იმოძრავებს. მისი თქმით,  უკვე გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია, რომელმაც მიწისზედა მეტროს პროექტი უნდა წარადგინოს. აღნიშნულ პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 13 მილიონი ლარი დაიხარჯება.

„2020, 2021-22 წლებში ორმოცი ახალი ვაგონის შესყიდვას აპირებს მუნიციპალიტეტი. ორმოცი ახალი ვაგონი გვექნება მეტროს შემადგენლობებში. გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ ჩვენ მთლიანად, ყველა მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია გვინდა განვახორციელოთ. ჩვენ ასევე, გაჟღერებული გვქონდა ახალი მეტროს მშენებლობა, მიწის ზედა მეტროს მშენებლობა სამგორი-ლილოს მიმართულებით და ასევე, გვინდოდა კვლევები ჩაგვეტარებინა სამგორი-რუსთავის მიმართულებით, რომ თბილისი და რუსთავი იყოს მეტროთი დაკავშირებული,“- განაცხადა კალაძემ.

დღის ამბები