22 მაისი 2024,   11:06
ვრცლად
სირიის, ჩრდილო კორეის, ირანისა და ვენესუელის საკითხები - პომპეოსა და პუტინის შეხვედრა გვიან ღამემდე გაგრძელდა

სოჭში მაიკ პომპეოსა და ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა გვიან ღამემდე გაგრძელდა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა და რუსეთის პრეზიდენტმა სირიის, ჩრდილო კორეის, ირანისა და ვენესუელის საკითხები განიხილეს.

ვლადიმერ პუტინის თანაშემწის ინფორმაციით, უკრაინის თემაზე ლიდერებს არ ულაპარაკიათ, თუმცა მანამდე ეს საკითხი მაიკ პომპეომ სერგეი ლავორვთან სამ საათიან შეხვედრაზე განიხილა.

სახელმწიფო მდივანმა რუსეთს უკრაინის ახალ პრეზიდენტთან თანამშრომლობისკენ და უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებისკენ მოუწოდა. მაიკ პომპეომ მოსკოვი ასევე გააფრთხილა არჩევნეში ჩარევისგან თავი შეიკავოს.

ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ აღიარეს, რომ მთელ რიგ საერთაშორისო საკითხებზე ქვეყნებს შორის სერიოზული უთანხმოება არსებობს.

დღის ამბები